რუსეთში აფეთქების შედეგად კორპუსის 2 სადარბაზო ჩამოინგრა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ნიჟნი ტაგილში ბინაში გაზი აფეთქდა - ინციდენტის შედეგად, 2 სადარბაზო ჩამოინგრა და სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კი 5 ბავშვია.
უწყების ცნობით, ნანგრევებიდან მაშველებმა 15 ადამიანი ამოიყვანეს, რომელთა შორის 7 არასრულწლოვანია.