"ტყვეების გაცვლა პუტინისთვის გამარჯვებაა" - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლას ტელეარხ Fox Business-ის ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ "ტყვეების გაცვლა პუტინისთვის გამარჯვებაა".
ტრამპი The Wall Street Journal-თან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ "მის დროს ასეთი რამ არ მოხდებოდა და გერშკოვიჩს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლების გარეშე დაიბრუნებდნენ".
ჩვენს დროს ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას [გერშკოვიჩს] დავიბრუნებდით. არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლება, რადგან სწორედ ეს მოხდა, როგორც იცით”, - განაცხადა ტრამპმა.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია და ის პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს. ვადიმ კრასიკოვი პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს რუსეთის პრეზიდენტი ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. პატიმრების გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით შტატებს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთის და ნორვეგიას შორის წარიმართა.
გათავისუფებულებს შორის არის რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა მურზა და იაშინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობისთვის პუტინმა ციხეში 9 წლით გამოკეტა.
ეს ბოლო პერიოდში დასავლეთსა და რუსეთს შორსის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლის ოპერაციაა. პროცესს "დიპლომატიური გმირობა" უწოდა პრეზინტმა ბაიდენმა.