გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 "შაჰიდიდან" 24 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

03.08.24 10:12
გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 "შაჰიდიდან" 24 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გასულ ღამეს, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 29 "შაჰიდის" ტიპის საფრენი აპარატიდან 24 ჩამოაგდეს - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და ორი Kh-31P სარადარო რაკეტით მიიტანა.

უწყების ცნობით, საზენიტო თავდაცვა ხერსონის, ოდესის, მიკოლაევის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის რაიონებში მუშაობდა.