როსტოვის ოლქს თავს დრონებით დაესხნენ - იერიშის შედეგად საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა

03.08.24 10:32
როსტოვის ოლქს თავს დრონებით დაესხნენ - იერიშის შედეგად საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა

რუსეთში, როსტოვის ოლქს თავს დრონებით დაესხნენ - ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ცნობით, იერიშის შედეგად საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა. 

გოლუბევი იუწყება, რომ აფეთქება მოროზოვსკის და კამენსკის რაიონებში მოხდა.

დრონების მასიური თავდასხმის შედეგად, კამენსკისა და მოროზოვსკის რაიონებში რამდენიმე საწყობი დაზიანდა. ხანძარს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აქრობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ვასილი გოლუბევმა.