"მადლობა, რომ სიკვდილს გადაგვარჩინეთ" - რუსი პოლიტპატიმრები
"მადლობა, რომ სიკვდილს გადაგვარჩინეთ" - ამ სიტყვებით მიმართა ევროპულ პრესას რუსული ტყვეობიდან დახსნილმა ანდრეი პივავაროვმა.
რუსი პოლიტპატიმარი ახლა ცივილურ სამყაროს მოუწოდებს, დაეხმარონ რუსეთის კოლონიებში უსამართლოდ გამოკეტილ სხვა პატიმრებსაც.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გაცვლაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ, ფაქტობრივად, სიკვდილს გადაგვარჩინეს. ამ სიაში რომ არ მოვხვედრილიყავი, დარწმუნებული ვარ გაცვლის ამბავს რომ გავიგებდი, ძალიან გამიხარდებოდა. ამიტომ მე მჯერა, რომ ის, ვინც მიიღებს ამ ინფორმაციას კოლონიებში, სადაც უამრავი უსამართლოდ დასჯილი ზის, რწმენას შეიძენს, რომ მათაც გაათავისუფლებენ", - ამბობს ანდრეი პივავაროვი.
გათავისუფლებულებს შორის არის ვლადიმერ კარა-მურზაც, რომელსაც რუსულმა სასამართლომ პუტინის კრიტიკა არ აპატია, ბრალი სახელმწიფოს ღალატში დასდო და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ყველამ ვიცით, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება ამ გაცვლასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იოლი გადაწყვეტილება მხოლოდ დიქტატორებშია. დემოკრატიულ სისტემებში კი ადამიანის სიცოცხლეს სცემენ პატივს. გუშინ გადაარჩინეს 16 ადამიანი. არ მგონია, რომ ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობდეს", - ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი თავისუფალია და ის პუტინისგან სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს. ვადიმ კრასიკოვი პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს რუსეთის პრეზიდენტი ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. პატიმრების გაცვლა ანკარაში, თურქეთის დაზვერვის სამსახურის მეთვალყურეობით შტატებს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთის და ნორვეგიას შორის წარიმართა.
გათავისუფებულებს შორის არის რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა მურზა და იაშინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობისთვის პუტინმა ციხეში 9 წლით გამოკეტა.
ეს ბოლო პერიოდში დასავლეთსა და რუსეთს შორსის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლის ოპერაციაა. პროცესს "დიპლომატიური გმირობა" უწოდა პრეზინტმა ბაიდენმა.