ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმას “საკმაოდ სამართლიანად“ მიიჩნევს

03.08.24 17:45
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმას “საკმაოდ სამართლიანად“ მიიჩნევს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 3 აგვისტოს რუსეთში სამხედრო აეროდრომსა და ნავთობის საწყობებზე უკრაინის თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს, სადაც არ უნდა იყო.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა კრაინის წინააღმდეგ 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი უგამოიყენა.

რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ასევე, საკმაოდ სამართლიანია რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად.

მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყოველდღიური რუსული ტერორი ძლიერი, ერთობლივი გადაწყვეტილებით", - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოთხშაბათს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში მდებარე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესანახ საწყობს დაარტყეს.