ჰეზბოლამ ისრაელზე მასირებული დარტყმები მიიტანა

04.08.24 09:39
ჰეზბოლამ ისრაელზე მასირებული დარტყმები მიიტანა

ჰეზბოლას ისლამისტებმა ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. The Times of Israel-ის ცნობით, გალილეის ნახევარკუნძულზე რკინის გუმბათმა არაერთი რაკეტა გაანეიტრალა. რაკეტების ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის 30-დან 50-მდე მერყეობს.

როგორც აღინიშნა, ამის შემდეგ ცახალმა ჰეზბოლას იმ გამშვებს დაარტყა, საიდანაც ჭურვები იქნა გაშვებული. ასევე ამხრეთ ლიბანში მარჯააუნის რაიონში ტერორისტების ინფრასტრუქტურა დაბომბეს. გარდა ამისა, არმიის არტილერიამ ოდაისის რაიონში საფრთხის აღმოსაფხვრელად ცეცხლი გახსნა. 

31 ივლისს თეირანში, თავის რეზიდენციაში მოკლეს პალესტინის დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთის ლიდერი ისმაილ ჰანიე. ამის შემდეგ გაეროში ირანის წარმომადგენელმა საიდ ირავანმა განაცხადა, რომ ირანი შურისძიების მიზნით ისრაელის წინააღმდეგ „სპეციალურ ოპერაციას“ ჩაატარებს.