ირანის და ჰამასის დაპირისპირება ისრაელთან - ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება
ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია თეთრ სახლში უდასტურებენ. არსებული ცნობებით, ამერიკის პრეზიდენტი აპირებს დახურულ შეხვედრაზეე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილოს. საქმე ირანის და ჰამასის დაანონსებულ შურისძიებას ეხება. ეს უკანასკნელი ისრაელს ჰამასის ლიდერის მკვლელობაში სდებს ბრალს.