ბრიტანეთში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება - დაკავებულია 150-მდე მომიტინგე

05.08.24 10:24
ბრიტანეთში მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება - დაკავებულია 150-მდე მომიტინგე

ბრიტანეთში მასობრივი არეულობის შედეგად 150-მდე მომიტინგეა დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისის პოლიციამ დაადასტურა. სამეფოში პროტესტი არ ცხრება, გრძელდებაა მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები. 

პრემიერ-მინისტრი ჯირ სტარმერი ქვეყნის ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს ორგანიზებულ ძალადობას უწოდებს და დემონსტრანტებისთვის მკაცრი პასუხის გაცემას აანონსებს.

საპროტესტო აქციები ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვთა ცეკვის სტუდიაში 17 წლის ბიჭი შეიჭრა და სამი გოგონა დანით მოკლა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაკავებული მამაკაცი ბრიტანეტში თავშესაფარს ეძებდა და ის მიგრანტი იყო.