უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო
უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკისგან 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, რომლის უკან დაბრუნებაც, არ მოუწევს- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს.
ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები, - განაცხადა შმიგალმა.
მისი განცხადებით, მთლიანობაში უკრაინა წელს 7,8 მილიარდ დოლარს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღებს.