ევროკავშირმა ბელარუსში რეპრესიებში მონაწილე 28 პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 პირს, რომლებიც ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ, სანქციები დაეკისრებათ.
სანქციები შეეხო ქვეყნის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის ორ მოადგილეს, ასევე სასამართლო სისტემის წევრებს - პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი გამოუტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ აზრს გამოხატავდნენ.
სანქცირებულთა სიაში ასევე ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღანელებიც, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს გენერალურ დირექტორი, ირინა აკულოვიჩი, არხზე - STV- გადაცემა "სენატის" წამყვანი და ბელორუსის ეროვნული ასამბლეის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარე ნიკიტა რაჩილოვსკი, ასევე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელი, დიმიტრი ჟუკი მოხვდნენ.
რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ბელარუსის საზოგადოებას შეგნებულად აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას რეპრესიების შესახებ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულს და ხელი შეუწყვეს სიძულვილის გაღვივებას დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ", - აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.