რუსული კომპანია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას 240 მილიონ რუბლს სთხოვს

რუსული კომპანია "აერო მენეჯმენტი" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას 24 მილიონ რუბლზე მეტის (2,8 მლნ დოლარი) გადახდას სთხოვს - ტელეგრამ არხ RESPUBLIC-ის კომპანიის გენერალური დირექტორის, ფილიპ მიზონოვის წერილის თანახმად, კომპანიასთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტის განსახორციელებლად 2022 წელს არაერთი ხელშეკრულება დაიდო.
ინვესტორმა კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რისთვისაც მან აეროპორტს სესხის სახით 120 მილიონი რუბლის ოდენობის თანხა გადასცა, აეროპორტის რეკონსტრუქციის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემქმნელი კომპანიისთვის გადასარიცხად.
სესხის დავალიანების დაფარვისა და საკომისიოს გადახდის“ ვალდებულებები ჯერ არ შესრულებულა. მეტიც, აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ქმედებების შედეგად, ინვესტორს ჩამოერთვა ფაქტობრივი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში, ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ინვესტორი მოითხოვს გადაიხადონ:
- სესხის პროცენტი 120 მლნ რუბლის ოდენობით;
- სესხით სარგებლობის პროცენტი და საურავი პროცენტის დაგვიანებით გადახდისთვის, რომლის ოდენობა 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით 18 718 164 რუბლია;
- სააგენტოს მოსაკრებლების გადასახადზე დავალიანება 7 800 000 რუბლის ოდენობით;
- შეთანხმების დარღვევისთვის საჯარიმო დავალიანება 20 მილიონი რუბლის ოდენობით;
- ინვესტორის ხარჯების ანაზღაურების დავალიანება 73 436160 რუბლის ოდენობით.
კომპანია აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას, დავალიანების დაფარვისა და სხვა თემების განხილვის მიზნით, შეხვედრას სთავაზობს.
წყარო -"რადიო თავისუფლება".