რუსებისთვის უძრავი ქონების შესაძენად პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა - კვლევა

რუსული მედია საერთაშორისო საბროკერო კომპანია Tranio-ზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარგარეთ უძრავი ქონების შესაძენად რუსებისთვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებში საქართველო მეორე ადგილზეა.
კომპანიის ცნობით, პირველ ადგილს ტაილანდი იკავებს, ხოლო ათეულთა სიაში არაბთა გაერთიანებული საამიროები, საფრანგეთი, თურქეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ინდონეზია და ჩეხეთიც არიან.
2023 წელს კი საქართველო მეექვსე ადგილზე იყო, თუმცა თუმცა თურქეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების შემდეგ, საქართველომ მეორე ადგილზე გადაინაცვლა.