ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი, შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა.
სტუდენტური პროტესტი ივლისში, საჯარო სამსახურის კვოტირების გაუქმების მოთხოვნით დაიწყო, მაგრამ ჰასინას გადადგომის მოთხოვნებში გადაიზარდა, რომელიც ორ ათწლეულზე მეტია ხელისუფლებაშია.
კვირას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების დროს, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. ბოლო კვირების განმავლობაში კი დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 300 ადამიანს გადააჭარბა.