რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

05.08.24 17:07
რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმების შედეგად „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა

რუსეთის მოროზოვსკის აეროდრომზე თავდასხმების შედეგად ოკუპანტების კუთვნილი „სუ-34“ ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი და საბრძოლო მასალის საცავი განადგურდა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს. 

კოსმოსური დაზვერვის მონაცემები მიუთითებს, რომ 3 აგვისტოს როსტოვის ოლქში რუსეთის აგრესორი სახელმწიფოს „მოროზოვსკის“ სამხედრო აეროდრომზე ცეცხლის შეტევის შედეგად განადგურდა სუ-34 გამანადგურებელი ბომბდამშენი. სავარაუდოდ, ნამსხვრევებით დაზიანდა იმავე ტიპის კიდევ ორი ​​რუსული თვითმფრინავი, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთლიანად განადგურდა მოწინააღმდეგის საავიაციო იარაღის საცავი. დაზვერვის მთავარი სამმართველო ხაზს უსვამს, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსული საბრძოლო მასალის მეორადი აფეთქებიდან ჩანს დამწვარი მიწის დიდი ტერიტორიები.