სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა - რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, შოიგუ თეირანში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
შეხვედრაზე ორმხრივი საკითხების გარდა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ირანის პრეზიდენტი რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ.