რუსეთის პროკურატურამ "კონრად ადენაუერის ფონდის" საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა

05.08.24 18:40
რუსეთის პროკურატურამ "კონრად ადენაუერის ფონდის" საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა

რუსეთში კონრად ადენაუერის ფონდის საქმიანობა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად გამოაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი გენერალური პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ანდრეი ივანოვზე დაყრდნობით წერს, რომ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მასალებს ავრცელებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს".

კონრად ადენაუერის ფონდის საინფორმაციო საქმიანობა, რომელიც ღიად პროვოკაციული ხასიათისაა, მიზნად ისახავს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციისთვის პირობების შექმნას და რეგიონებში, სადაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხორციელდება, სამხედრო დაპირისპირების გამწვავებას“, - აღნიშნა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.