აფეთქება ერაყში - ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის დროს ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ
აფეთქება ერაყში - ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის დროს ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ. ინფორმაციას CNN თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმა უკიდურესად მაღალი დაძაბულობის ფონზე მოხდა, როდესაც ირანი „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო შურისძიებით იმუქრება.
ვინ განახორციელა სარაკეტო თავდასხმა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება, თუმცა შტატები ერაყსა და სირიაში განლაგებულ ჯარებზე თავდასხმებში დიდი ხანია ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს ადანაშაულებს.