"თავი შეიკავეთ რუსეთში მოგზაურობისგან" - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

06.08.24 14:05
"თავი შეიკავეთ რუსეთში მოგზაურობისგან" - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან. 

მისი თქმით, რუსეთში დიდი ხანია თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს და არ შეიძლება შიშის უგულებელყოფა, რომ ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო მეტი უცხოელი დაიჭიროს, რათა მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს. 

გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერალური სამსახური ხშირად იყენებს შხამს ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ზიანის მისაყენებლად.

ყველაზე მეტად მაღელვებდა ის, რომ რუსეთს არ მოეწამლა ისინი გაფრენის წინ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მომენტისთვის ვიცით, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ არის", - განაცხადა  ბუშმანმა.

ცნობისთვის, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს.