მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 394 მიგრანტი გადაარჩინეს

01.08.21 20:22
მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 394 მიგრანტი გადაარჩინეს

მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 394 მიგრანტი გადაარჩინეს. Reuters-ის ცნობით,მიგრანტები ხის ნავით გადაადგილდებოდნენ, რომელზეც ადამიანების რაოდენობა  გადაჭარბებული იყო. სამაშველო ოპერაცია 6 საათი გრძელდებოდა.

 მიგრანტების გადარჩენის ოპერაციაში გერმანული და ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციების სამაშველო ნავები მონაწილეობდნენ.

ნავებმა მიგრანტები ტუნისის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. მიგრანტებს  იტალიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ჩაღწევა და თავშესაფრის მიღება უნდოდათ. მიგრანტების უმეტესობა მოროკოდან, ბანგლადეშიდან, ეგვიპტიდან და სირიიდან იყო.

ბოლო დროს იმ ლტოლვილების რიცხვი, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ევროპაში შეღწევა სურთ, მკვეთრად გაიზარდა.