NYT- ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, მათი მიწოდება უკვე დაიწყო

06.08.24 17:27
NYT- ირანმა რუსეთს საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა, მათი მიწოდება უკვე დაიწყო

ირანმა რუსეთს, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა- ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემის მიხედვით, ორმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანმა მსგავსი მოთხოვნა დააყენა, მათგან ერთი ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრია.  წყაროს ცნობით, რუსეთმა დაიწყო მოწინავე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

გამოცემა წერს, რომ 5 აგვისტოს თეირანს  რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ეწვია. ეს  ხდება მაშინ, როცა ირანი შურისძიებისთვის ემზადება, თეირანში “ჰამასის’’პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის გამო.

შოიგუს ვიზიტი ხაზს უსვამს ირანსა და რუსეთს შორის მჭიდრო ალიანსს, რომელიც გაძლიერდა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ირანმა რუსეთს მიაწოდა სამხედრო დრონები და ორმა ქვეყანამ ახლახან დაასრულა შეთანხმება სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობის გაფართოებაზე", - წერს გამოცემა.