ჰამასს ახალი ლიდერი ჰყავს - ტერორისტული დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის პოსტი იაჰია სინვარმა დაიკავა
ჰამასს ახალი ლიდერი ჰყავს. ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების პოლიტიკური ლიდერის პოსტი იაჰია სინვარმა დაიკავა, რომელსაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევენ.
Reuters-ის ცნობით, იაჰია სინვარი ღაზის სექტორში იმალება და ის ჰამასის ერთ -ერთ ყველაზე ძლიერ ლიდერად სახელდება, რომელიც ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ცოცხალია.