სასტუმროს ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა გერმანიაში
გერმანიის ქალაქ კროვში სასტუმრო ჩამოინგრა, რის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. მაშველები მათ ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. მამაკაცი და ქალი დაიღუპნენ, სამი ადამიანი კი ნანგრევებში დარჩა. მათ პოლიციასთან დაკავშირება ტელეფონით შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე, პარამედიკოსი, პოლიცია და ტექნიკური დახმარების მუშაკი, მათ შორის სპეცრაზმი, მაშველი ძაღლების ჯგუფები და დრონის დანაყოფები. ევაკუირებულია სასტუმროს სიახლოვეს მდებარე სახლები.
პოლიციის განცხადებით, ნგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.