საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა? - პანიკა მოსკოვში
რუსული ქალაქები უკრაინის ალყაშია - საბრძოლო მოქმედებებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული შეიარაღებული ძალები პუტინის არმიას საზღვრიდან 15 კილომეტრის სიღრმეში უტევენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კურსკის ოლქში ფრონტის ხაზი 11 კილომეტრზეა გაშლილი. ამ დროისთვის, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ სუჯასთან, რომელიც პრაქტიკულად უკვე ევაკუირებულია. ცოცხალ ძალასთან ერთად განადგურებულია რუსული ჯავშანტექნიკა და საფრენი აპარატები.
მოვლენების ასეთ განვითარებას კრემლში არ ელოდნენ. პუტინმა საგანგებო სხდომა მოიწვია და კურსკში სპეციალური წარმომადგენელი მიავლინა.