უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს

07.08.24 21:20
უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში რამდენიმე ათეული რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს - ინფორმაციას Meduza უკრაინულ Telegram არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფოტო და ვიდეო, რომლებშიც ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცები ჩანან უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა Скадовський захисник-მა გაავრცელა.

Telegram არხზე გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები საზღვრის მიმდებარე რაიონში, სუჯის გამშვები პუნქტის მახლობლად არის გადაღებული. სწორედ ამ მიდამოებში მდებარეობს სუჯის გაზის საზომი სადგური, რომელიც Z ბლოგერების თანახმად, დღეს უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს.

ამის პარალალურად, რუსეთის გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი ირწმუნება, რომ უკრაინელი სამხედროების წინსვლა შეაჩერეს.