"უკრაინას თავდაცვის, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის, კანონიერი უფლება აქვს" - სტანო

08.08.24 10:02
"უკრაინას თავდაცვის, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის, კანონიერი უფლება აქვს" - სტანო

"უკრაინას თავდაცვის, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმის, კანონიერი უფლება აქვს" - ასე აფასებს ევროკომისიის სპიკერი, პიტერ სტანო კურსკის ოლქში უკრაინის მიერ წარმოებულ სამხედრო მოქმედებებს.

ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ევროკავშირი ომში მყოფი ქვეყნის უწყვეტ მხარდაჭერას აგრძელებს. 

ევროკავშირი, რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, უკრაინის ლეგიტიმური უფლების სრულ მხარდაჭერას 
აგრძელებს. მხარს ვუჭერთ მის მცდელობებს, აღადგინოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა სტანომ.

რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინელებმა ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს. საუბარია, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურზე. სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი ინტესნიურად იბომბება. რუსეთის ცაზე უკარინული დრონების იერიშები და აფეთქებების სერია არ წყდება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული არმიის ალყაში 12 დასახალებული პუნქტი და ათობით რუსი სამხედროა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურსკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოლქში შესვლას "პროვოკაცია" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები