ავსტრიაში, ტეილორ სვიფტის კონცერტი გაუქმდა - რა გახდა მიზეზი?

ავსტრიაში, ტეილორ სვიფტის 3 დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა - როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ვენაში ამერიკელი მომღერლის კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.
სწორედ მოცემული მიზეზიდან გამომდინარე, ავსტრიის დედაქალაქ ერნსტ ჰაპელის სტადიონზე სვიფტის სამივე კონცერტი გაუქმდა.
ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 19 წლის მთავარ ეჭვმიტანილს ტერნიცში, ვენის სამხრეთით, ხოლო მეორე პირს ვენაში დაადეს ბორკილები. სავარაუდოა, რომ ეჭვმიტანილებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირი.