არ ვარ დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება - ბაიდენი
"არ ვარ დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება" - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპის კომენტარს, რომელიც ამბობს, რომ მის დასამარცხებლად ერთადერთი გზა "არჩევნების მოპარვაა".
შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ ტრამპის თქმით, ბაიდენის გუნდი მის კანდიდატურას "სერიოზულად არ აღიქვამს".
თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული ამაში [ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში]. ის გულისხმობს იმას, რასაც ამბობს, ჩვენ მას სერიოზულად არ აღვიქვამთ, ის ამას გულისხმობს - თუ ჩვენ წავაგებთ, სისხლის ნიაღვარი იქნება, ეს იქნება მოპარული არჩევნები“, - აღნიშნა ბაიდენმა.