კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - სუჯას თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს
რუსეთის ქალაქ სუჯას თავზე ურკაინის დროშა ფრიალებს - უკრაინის თავდაცვის ძალები სუჯას გარშემო ტერიტორიაზე ათობით დასახლებულ პუნქტში არიან განლაგებულები და პოზიციების გამყარებას ცდილობენ.
ქალაქზე უკრაინის შეტევები იმდენად გააქტიურდა, რომ საჰაერო განგაშის სიგნალი, რაკეტებითა და დრონებით მოსალოდნელი შეტევის გამო, ორჯერ გამოცხადდა.
რუსმა ოკუპანტებმა სიტუაციის დასტაბილურების მიზნით დამატებითი ვერტმფრენები და ცოცხალი ძალა გაგზავნეს, თუმცა კრემლის მცდელობების მიუხედავად, ადგილზე სიტუაცია უკონტროლოა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში ყველაფერი განადგურებულია, ადგილზე უამრავი სამხედროა მობილიზებული, რომლებიც მოქალაქეებს საბუთებს უმოწმებენ.
სიტუაცია ასეთია ცენტრში ყველაფერი განადგურებულია ადმინისტრაციის თავზე უკრაინული დროშა ფრიალებს. ბევრი სამხედრო და ტექნიკაა საბუთებს გვიმოწმებენ კითხე რა იქნებოდა ახლა და რეფერენდუმისთვის უნდა მოვემზადოთ და უკრაინული ვისწავლოთ, მნიშვნელობა არ აქვს , რომელი დროშის ქვეშ ვიცხოვრებთ მთავარია იყოს მშვიდობა. თუ რუსებს არ აქვთ ჩვენი დაცვის თავი იყვნენ უკრაინელები.- განაცადა ერთ-ერთმა მოქალქემ.
რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ უკრაინელებმა ქალაქ სუჯაზე სრული კონტროლი დაამყარეს. საუბარია, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ურენგოი-უჟგოროდის მაგისტრალური გაზსადენის ერთ-ერთ საკვანძო გაზის გამანაწილებელ სადგურზე. სწორედ ამ სადგურზე გადის ყველაზე დიდი სატრანზიტო დერეფანი, რომლიდანაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქი ინტესნიურად იბომბება. რუსეთის ცაზე უკარინული დრონების იერიშები და აფეთქებების სერია არ წყდება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინული არმიის ალყაში 12 დასახალებული პუნქტი და ათობით რუსი სამხედროა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კურსკის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ოლქში შესვლას "პროვოკაცია" უწოდა.