რუსეთის იერიში კონსტანტინოვკაზე - დაღუპულია 2 ადამიანი
დონეცკის ოლქში, ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსეთის იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
დაბომბვისა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ვადიმ ფილაშკინმა ტელეგრამ არხზე გაავრცელა.
"კონსტანტინოვკის დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, რუსებმა 8 აგვისტოს დილას დაბომბეს ქალაქი - დაარტყეს კერძო სექტორს“, - წერს ფილაშკინი.
თავდასხმის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.