იაპონიაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
იაპონიის სამხრეთით 2 ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ცუნამის საფრთხე შეიქმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცუნამის საშიშროება მას შემდეგ გააჩნდა, რაც ხუთშაბათს, ორი - 6.9 და 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრები დაფიქსირდა.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ცუნამის საფრთხე გამოცხადებულია სამხრეთ იაპონიის კუნძულების - სიკუკუს და კიუსიუს სანაპირო რაიონებზე.
იაპონური მედიის ცნობით, ტალღის სიმაღლე, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთი მეტრი იქნება.
სეისმოლოგების ინფორმაციით, პირველმა ტალღებმა მიაძაკის სანაპირომდე უკვე მიაღწია.