რუსეთში YouTube-ი აღარ იხსნება - მედია

რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით წერს, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობაც კი მოსკოვიდან იყო.
Downdetector-ის სერვისის მასალების მიხედვით, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში ამ დრომდე არ ფიქსირდება.