უკრაინამ მექსიკას თხოვნით მიმართა, დააპატიმრონ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

08.08.24 17:46
უკრაინამ მექსიკას თხოვნით მიმართა,  დააპატიმრონ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინამ მექსიკის მთავრობას სთხოვა, დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება.

უკრაინის საელჩო მექსიკაში ამბობს, რომ ინაუგურაციაზე მიიწვიეს ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ. საელჩომ ქვეყანას შეახსენა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს პუტინის დაპატიმრების ორდერი.

ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის მთავრობამ იცის ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაში და იძულებით დეპორტაციაში.მისი დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქცია მოქმედებს მექსიკაში“,  - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები