რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კურსკის მიმართულებით გარღვევის მცდელობები შეჩერებულია

08.08.24 17:23
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კურსკის მიმართულებით გარღვევის მცდელობები შეჩერებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები აგრძელებენ იერიშებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ კურსკის ოლქის - სუჯანსკისა და კორენევსკის რაიონებში. 

უწყების მტკიცებით, აღკვეთილია უკრაინელი ჯარისკეცების წინსვლა. 

კურსკის მიმართულებით, ტერიტორიის სიღრმეში ცალკეული შენაერთების მიერ გარღვევის მცდელობები შეჩერებულია და  დღის განმავლობაში უკრაინულ ძალებს წინსვლა არ ჰქონიათ", - ირწმუნება უწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა კადრები, რომელიც მათი მტკიცებით,  უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის და ცოცხალი ძალის განადგურების შესახებას ასახავს.

რუსული მხარის მტკიცებითვე, "სუ-34-ის" ეკიპაჟებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სამხედრო აღჭურვილობაზე. ერთ დღეში უკრაინამ 400-მდე სამხედრო და 32 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა.

მათივე მტკიცებით, მთლიანობაში მოკლეს 660 უკრაინელი სამხედრო და გაანადგურეს 82 ერთეული ჯავშანტექნიკა.

კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უკრაინის ხელისუფლება მიმდინარე ბრძოლებზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
 

მსგავსი სიახლეები