“უკრაინამ იცის როგორ გააოცოს მსოფლიო“- რუსეთი პანიკაშია, ქალაქებზე უკრაინული დროშები ფრიალებს
უკრაინამ იცის როგორ გააოცოს მსოფლიო- ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი განცხადება კურსკზე განხორციელებული შეტევის შემდეგ. რუსეთი პანიკამ მოიცვა. 2 წლიანი ომის განმავლობაში ასეთი მძიმე ვითარება ოკუპანტის ტერიტორიაზე არ ყოფილა. რუსულ ქალაქებზე უკრაინული დროშები ფრიალებს. კურსკის ოლქში თითქმის ყველა დასახლებული პუნქტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ არის. კიევი საათობრივად მიიწევს წინ და ქალაქ რილსკს უახლოვდება, რომლის ალყაში მოქცევის შემთხვევაშიც, მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიას გააოთხმაგებენ.
ამ დროისთვის, ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ კორონევოში, სადაც პუტინმა დამატებითი შეიარაღება გადაისროლა. ვრცელდება კადრები, როგორ ბარდებიან ტყვედ უკრაინელებს რუსი ჯარისკაცები. განადგურებულია რუსეთის არმიის მძიმე ტექნიკა. დასახლებულ პუნქტებში კი პირისპირ ბრძოლები მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური მოქმედებების ზონაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ქართველი მებრძოლებიც.