“ადამიანები, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, ერთჯერადად 10 ათას რუბლს მიიღებენ“- პუტინის გადაწყვეტილება

“ადამიანები, რომლებმაც კურსკის ოლქში სახლები დატოვეს, 10 000 რუბლს მიიღებენ“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ონლაინ თათბირზე თქვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
10 000 რუბლი, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით დაახლოებით 315 ლარია.
ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერ მინისტრს და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება... ვთვლით, რომ უნდა გადაწყვიტოთ და ერთჯერადად გადავუხადოთ 10 ათასი რუბლი მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ", - თქვა პუტინმა.
კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა 7 აგვისტოს გააკეთა და მომხდარს „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. კურსკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს ოფიციალური ინფორმაციით, ოთხი ადგილობრივი ემსხვერპლა.