რუსეთში ქალს, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

08.08.24 20:28
რუსეთში ქალს, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში 50 დოლარი გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება

სასჯელი 50 დოლარის გამო - რუსეთში, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინას, ქსენია კარელინას, რომელმაც უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში თანხა გადარიცხა, 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლითაა აღძრული. 

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა “დამნაშავისთვის“  15-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.  დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე მის მოთხოვნას 15 აგვისტოს გაირკვევა.

33 წლის ქსენია კარელინა 2024 წლის თებერვალში, ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები