უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო, ლიპეცკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

09.08.24 11:53
უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო, ლიპეცკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო რუსეთის ლიპეცკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რუსული მედიის ცნობით, ხუტორის, ფედოროვკის, იაკოვლევკისა და ტინკოვკის დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის თქმით, ევაკუაცია მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა. სულ ევაკურეიბულია 416 ოჯახი.

ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, – აღნიშნავს იგორ არტამონოვი.

მოგვიანებით გუბერნატორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო და მოსთხოვა ადგილობრივ საწარმოებს, არ ჩართონ თანამშრომლები სამუშაოებში, ვიდრე განგაშის წითელი დონე მოიხსნება.