რუსეთში განგაშია - არსებული ინფორმაციით, უკრაინულმა არმიამ რუსეთის ტერიტორიის 100 კვ. კმ. უკვე იაღო

09.08.24 11:50
რუსეთში განგაშია - არსებული ინფორმაციით, უკრაინულმა არმიამ რუსეთის ტერიტორიის 100 კვ. კმ. უკვე იაღო

რუსეთზე უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება - ოკუპანტი ქვეყნის ქალაქებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ლიპეცკზე დრონების მასირებული შეტევის შედეგად განადგურებულია რუსული სამხედრო აეროდრომი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს განადგურდა რუსული სამხედრო კოლონაც. რუსეთის მოქალაქეები გარბიან. კურსკში ნებაყოფლობითი ევაკუცია გამოცხადდა. მოსახლეობა დახმარებას პირადად ვლადიმერ პუტინს სთხოვს. 

ჩვენი ადგილობრივი ხელისუფლება უნამუსოა, პუტინ, გვიშველე! ყველაფერი ინგრევა ირგვლივ, მანდ კიდევ არ იცით, აქ რა ხდება რეალურად. ძალიან გვეშინია. პატარა ბავშვები გვუავს, გაგვიყვანეთ, სატვირთო მანქანებით მაინც გაგვიყვანეთ ამ ტერიტორიიდან. არც საბუთები გვაქვს, არც ფული, ყველა საბუთი იქ დაგვრჩა, საიდანაც გამოვიქეცით, - ამბობენ რუსეთის მოქალაქეები. 

საათობრივად იზრდება რუსი ტყვეების რაოდენობაც. ამ დროისათვის ის 300 აჭარბებს. გავრცელებულ ვიდეომასალებში ტყვეები თავად ყვებიან, როგორ მიატოვა ისინი კრემლმა. 

ჩვენმა ხელმძღვანელობამ მესაზღვრეების ნაწილი გაიყვანა. ჩვენ აღმოვჩნდით იქ, სადაც გაისმა ხმოლოდ ერთი სიტყვა: „ბომბი“ და შემდეგ ყველანაირი კავშირი გაწყდა. ორი დღის განმავლობაში არავინ გვეკონტაქტებოდა. ჩვენს დანაყოფს უდიდესი დანაკარგი აქვს. თვითონ მივიღე გადაწყვეტილება, არ გამერისკა ახალგაზრდების სიცოცხლით, ამიტომაც გბარდებით. როცა დახმარებას ვითხოვდით, გვეუბნებოდნენ, გევალებათ დგომა და იდექითო. ვიხვეწებოდით, ვეუბნებოდით, რომ ადამიანები დაიხოცებოდნენ. არ მოგვცეს გასაქანი, რომ ჩვენი ძალებით მაინც გაგვეღწია. ასე ჩავვარდით ტყვედ, - ამბობს რუსი ტყვე. 

უკრაინის კონტრშეტევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ ელიტური ქვედანაყოფის ათას კაციანმა შემადგენლობამ რუსეთის ტერიტორიის 100 კვადრატული კილომეტრი აიღო. უკრაინელმა სამხედროებმა იქ უკვე უკრაინული დროშები აღმართეს. 

"ბლუმბერგი" პირდაპირ წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთში სხვა ქვეყნის ჯარი შეიჭრა. 

 

მსგავსი სიახლეები