ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა

09.08.24 14:34
ანკარაში ავტოსაგზაო შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 26 კი დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ანკარაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა.

მაშველებმა ავტობუსში მყოფი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ანკარის მერიაში ავარიის გამომწვევ მიზეზად მძღოლის შესაძლო ჩაძინებას ასახელებენ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები