კურსკში რუსეთმა აფხაზური დანაყოფი "პიატნიშკო" გააგზავნა - არსებული ინფორმაციით, ის რილსკში გაანადგურეს

რუსეთი კურსკში დამატებითი ძალების მობილიზებას ცდილობს. ცნობილია, რომ იქ დონბასიდან უკვე გადაიყვანეს რამდენიმე დანაყოფი, მათ შორის არიან მოხალისეებიც. გავრცელებული კადრებით ასევე ირკვევა, რომ კურსკში გაგზავნეს აფხაზური დანაყოფი "პიატნიშკო" , რომელიც უკრაინელებმა რილსკში გაანადგურეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრა და 100კვ. კმ.-მდე ტერიტორია აიღო.