კონსტანტინოვკაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - ზელენსკი
კონსტანტინოვკის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულთა კი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სუპერმარკეტსა და ფოსტაზე რუსების იერიშების გამო ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილები.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ გადავარჩინოთ, ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულია 24 ადამიანი, - წერს ტელეგრამ არხზე ზელენსკი.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ამ ტერორზე პასუხისმგებელი რუსეთი იქნება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. ადამიანების გადასარჩენად ყველა ღონეს ვიხმართ. ჩემი სამძმარი დაღუპულთა ოჯახებს... სულ მცირე, 24 ადამიანია დაშავებული, - წერს ზელენსკი.
რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე ქვემეხი არტილერიით ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს.