კონსტანტინოვკაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა - დაშავებულია 35 ადამიანი
დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, 35 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ ტელეგრამის არხზე დაწერა.
სავაჭრო ცენტრში, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია, - წერს კლიმენკო.
კონსტანტინოვკაზე ოკუპანტების იერიშების შედაგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები და ათზე მეტი მანქანა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის კონსტანტინოვკაში მდებარე სუპერმარკეტზე ქვემეხი არტილერიით ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს.