რუსეთის სამხედრო სარდლობა პანიკაშია - კურსკის ოლქში დამატებითი ძალები გადაჰყავთ
რუსეთის სამხედრო სარდლობა პანიკაშია. რუსეთის თავდაცვას საბრძოლო ზონაში კურსკის ოლქში დამატებითი ძალები გადაჰყავს. ამის შესახებ Economist-ის კორესპონდენტი ოლივერ კეროლი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით წერს. მან მიკრობლოგ X-ზე რილსკთან რუსული კოლონის დამარცხების კადრები ხელახლა გამოაქვეყნა.
ბევრი სატვირთო მანქანაა. ათობით გვამი ისევ იწვის. უკრაინულმა დაზვერვის წყარომ, რომელსაც გუშინ ვესაუბრე, მითხრა, რომ რუსები "პანიკაში" არიან და ძალები უკრაინულების კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაჰყავთ,- დასძინა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ღამით ცნობილი გახდა კურსკის რეგიონში დიდი რუსული კოლონის შესაძლო დამარცხების შესახებ. გზაზე ხანძრის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. უკვე დილით გამოჩნდა ვიდეო, სადაც რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების დიდი რაოდენობა ჩანს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ თავდასხმის შედეგად რუსეთის არმიამ შესაძლოა 490-მდე ჯარისკაცი დაეკარგა.
იმავდროულად, რუსული პროპაგანდისტული რესურსები აქვეყნებენ ვიდეოებს კურსკის ოლქში რეზერვების გადასროლის შესახებ. რუსეთის სარდლობას ამ მიმართულებით ტანკებს, მანქანებს, MLRS-ს და არტილერიას გადაჰყავს.