ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით მესამე პირი დააკავეს - მედია

09.08.24 16:52
ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით მესამე პირი დააკავეს - მედია

ვენაში, ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული თავდასხმის აღკვეთასთან დაკავშირებით კიდევ ერთი, მესამე პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ს  ავრცელებს

მედიის ცნობით, ხელბორკილები 18 წლის ერაყის მოქალაქეს ავსტრიის დედაქალაქში სწორედ იმ დროს დაადეს, როდესაც სავარაუდოდ, მთავარ ეჭვმიტანილს, ავსტრიის 19 წლის მოქალაქეს დაუკავშირდა. 

ცნობისთვის, ავსტრიაში, ტეილორ სვიფტის 3 დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა - როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ვენაში ამერიკელი მომღერლის კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ.

სწორედ მოცემული მიზეზიდან გამომდინარე, ავსტრიის დედაქალაქ ერნსტ ჰაპელის სტადიონზე სვიფტის სამივე კონცერტი გაუქმდა. 

ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 19 წლის მთავარ ეჭვმიტანილს ტერნიცში, ვენის სამხრეთით, ხოლო მეორე პირს ვენაში დაადეს ბორკილები. სავარაუდოა, რომ ეჭვმიტანილებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდათ კავშირი.