უკრაინელებმა კონტროლი კიდევ ორ რუსულ სოფელზე მოიპოვეს
კიდევ ორ რუსულ სოფელზე უკრაინელებმა კონტროლი მოიპოვეს. სნაგოსტისა და ოლგოვკაში უკრაინული ძალები შევიდნენ. ინფორმაციიაას უკვე ადასტურებსს რუსული მხარეც. ამის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინელები კორენევოს გვერდს აუვლიან და კამაროვკაში შევლენ. თუ კამაროვკასაც აიღებენ, რუსების 200-250 დანაყოფი ალყაში მოექცევა. ამ მიდამოებში პუტინის რეჟიმს მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები ჰყავს გამაგრებული, თუმცა გასასვლელი ყველას ჩაეკეტება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, გვერდით მიდამოები დანაღმულია, ირგვლივ კი უკრაინელები იქნებიან.
არსებული ინფორმაციით, უკრაინელები უკვე რუსეთის ტერიტორიის 155 კვ. კმ. აკონტროლებენ.