რუსეთის სამხედრო სარდლობა პანიკაშია - პუტინს უკრაინასთან ომი კოშმარად ექცა

09.08.24 20:15
რუსეთის სამხედრო სარდლობა პანიკაშია - პუტინს უკრაინასთან ომი კოშმარად ექცა

პუტინის კოშმარის 4 დღე - მოვლენებს ასეთ განვითარებას რუსი დიქტატორი ვერც წარმოიდგენდა. რუსული ქალაქები ცეცხლის ალშია გახვეული, კურსკის ოლქი კი უკრაინის კონტროლქვეშ არის. ამ წუთებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსულ ქალაქებს უტევენ. ომის სცენარი რადიკალურად შეცვლილია. რუსები სახლებს ტოვებენ და გარბიან, უკრაინა კი საათობრივად მიიწევს წინ ახალ დასახლებულ პუნქტებს იკავებს. 

კრემლში სრული ქაოსია. პუტინმა დღესაც მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა და კურსკის დაცვის განკარგულებები გასცა, თუმცა ვითარება ოლქში არ იცვლება. პრაქტიკულად, ყოველ საათს მოდის ცნობები პუტინის არმიის ახალი დანაკარგების შესახებ. რამდენიმე დღეში უკრაინის ელიტარული არმიის ათას-კაციანმა შემადგენლობამ ჯამში 100 კვადრატულ კილომეტრზე შეძლო ფრონტის ხაზის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე. ასეთი რამ კი რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

ბოლო ცნობები ფრონტის ხაზიდან - ლიკა ჯანყარაშვილია პირდაპირ ეთერში.