რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება
რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ WhatsApp-ის ჩასანაცვლებლად კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი "ეროვნული მესენჯერის" შექმნა დაიწყო.
The Moscow Times-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული "ტამტამ"-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.