რუსეთმა კურსკის ოლქში "ფედერალურ დონეზე" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

09.08.24 20:12
რუსეთმა კურსკის ოლქში "ფედერალურ დონეზე" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთმა კურსკის ოლქში "ფედერალურ დონეზე" საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში დამატებითი ძალები გადაჰყავს, მათ შორის, Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები.

ცნობისთვის, უკრაინელებმა კიდევ ორ უსულ სოფელზე მოიპოვეს კონტროლი. სნაგოსტისა და ოლგოვკაში უკრაინული ძალები შევიდნენ.ამის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ  უკრაინელები კორენევოს გვერდს აუვლიან და კამაროვკაში შევლენ. თუ კამაროვკასაც აიღებენ, რუსების 200-250 დანაყოფი ალყაში მოექცევა. ამ მიდამოებში პუტინის რეჟიმს მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცები ჰყავს გამაგრებული, თუმცა გასასვლელი ყველას ჩაეკეტება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, გვერდით მიდამოები დანაღმულია, ირგვლივ კი უკრაინელები იქნებიან. 

შეგახსენებთ, რომ ღამით ცნობილი გახდა კურსკის რეგიონში დიდი რუსული კოლონის შესაძლო დამარცხების შესახებ. გზაზე ხანძრის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. უკვე დილით გამოჩნდა ვიდეო, სადაც რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების დიდი რაოდენობა ჩანს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ თავდასხმის შედეგად რუსეთის არმიამ შესაძლოა 490-მდე ჯარისკაცი დაეკარგა.


 

იმავდროულად, რუსული პროპაგანდისტული რესურსები აქვეყნებენ ვიდეოებს კურსკის ოლქში რეზერვების გადასროლის შესახებ. რუსეთის სარდლობას ამ მიმართულებით ტანკებს, მანქანებს, MLRS-ს და არტილერიას გადაჰყავს.

მსგავსი სიახლეები