ბრიტანეთმა ბელარუსის 4 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

09.08.24 20:52
ბრიტანეთმა ბელარუსის 4 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა ბელარუსის 4 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ბელარუსის ის ოთხი კოლონიის ხელმძღვანელები შედიან, სადაც პოლიტპატიმრები და აქტივისტები უკანონოდ ჰყავთ დაკავებულები. 

ამასთან, სანქციები დაწესდა თავდაცვისა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის სამი ბელარუსული საწარმოსთვის, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებენ.